|
2016-11-15 15:52:36, 1730 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ჩინეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი კომისიის და "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მისასალმებელია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა და მზადაა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საბანკო და ეკონომიკის რეალურ სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, ყურადღება გამახვილდა ჩინური მხარის ინიციატივის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის" პროექტის მნიშვნელობაზე. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)