|
2016-11-15 15:02:41, 1169 ნახვა
კომენტარი
მიშველაძე უგულავას შესაძლო შეწყალებაზე: შეწყალების მექანიზმი პოლიტიკურ მიზანშეწონილობას არ ემსახურება
პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს სხვასთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომაროებაში ჩააყენებს, - ასე უპასუხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალების საკითხს ეხებოდა. მიშველაძის განმარტებით, შეწყალების მექანიზმი, სამართალწარმოებას არ ანაცვლებს და ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. „ამ საკითხს უკვე უკვე გასცა პასუხი პრეზიდენტმა, როდესაც საზოგადოების ნაწილმა მას შესაბამისი თხოვნით მიმართა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოზიციაში არაფერი შეცვლილა. შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს სამართალწარმოებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს სხვასთან შედარებთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს“, - აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე ეკა მიშველაძემ.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)