16:23 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 14:38:26, 1739 ნახვა

სამართალი კომენტარი
პრეზიდენტი გოგონების წინდაცვეთაზე: უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშვეთა დასასჯელად

საქართველის პრეზიდენტი  მედიის მიერ გამოაშკარავებულ შემზარავ ფაქტებს -  კახეთის სამ სოფელში გოგონების წინდაცვეთის შემთხვევებს ეხმაურება.

 პრეზიდენტის სპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ამ ვანდალურ ქმედებაზე შეშფოთებას გამოხატავს.

 "მოგეხსენებათ, პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების დაცვა, ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები ამ დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშვეთა უმკაცრესად დასასჯელად",-აღნიშნა მიშველაძემ.

 პრეზიდენტი მიმართავს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს,  გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია.

"კიდევ ერთხელ, ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნოსის ტრადიციებს, მაგრამ ცხადია მხოლოდ იმ პირობით, თუ ის არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდელობასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან",- განაცხადა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics