|
2016-11-15 12:25:15, 1778 ნახვა
ეკონომიკა
ოქტომბერში, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 14%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის ოქტომბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 102.5 მილიონი აშშ დოლარი (241.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 14.0%-ით (12.6 მილიონი აშშ დოლარით) მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.9 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 91.2% მოდიოდა. გარდა ამისა, სებ-ის ცნობით, 2016 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მილიონი აშშ დოლარი (42.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.1 მილიონი აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)