|
2016-11-13 16:58:52, 1762 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი ლარის კურსზე: გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება
„ლარის კურსის ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა ძალიან გაზრდილია, ქვეყანაში მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილნა ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის თქმით, ლარის გასამყარებლად ეროვნულ ბანკთან ერთად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგემება. „რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები დაცემულია, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს. ამის გამო არის სწორად ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, ყველა ლოგიკით. ასევე, ეროვნულ ბანკთან ერთად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, რათა დავეხმაროთ ლარის დასტაბილურებას“,-აღნიშნა პრეემიერმა. რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, პრემიერმა დასძინა, რომ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დადებითი პროცესით არის განპირობებული - მოხმარება არის გაზრდილი. ექსპორტი ვერ დაეწია მოხმარებას, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასები არის დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის და ეს პროცესი აუცილებლად შეუქცევადი იქნება",-განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)