|
2016-11-12 13:26:13, 1748 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის, ტექნიკური დახმარების მისიის უფროსთან, ლუსია მაკლოჰანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. კერძოდ, საუბარი შეეხო ახალი ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელიც მუშაობას 2017 წლის მაისიდან დაიწყებს და მისი მიზანი იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, როგორც საგადასახადო ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციების გაძლიერება, უწყების საორგანიზაციო სტრუქტურის განვითარება, საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომი დახვეწა და სხვა. დონორთა მხარდაჭერით, ტექნიკური დახმარების პროგრამა ითვალისწინებს პროექტის მსვლელობის პერიოდში უცხოელი გრძელვადიანი რეზიდენტი ექსპერტის ჩართულობას, რათა მან ადგილზე, პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს ქართველ კოლეგებს რეფორმების განხორციელებაში, ასევე, დაგეგმილია სსფ-ის სათაო ოფისიდან კონსულტანტების მოწვევა, ადგილობრივი კადრების გადამზადება. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმატის შემოთავაზებისთვის, ასევე, დაადასტურა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)