|
2016-11-10 14:29:02, 1075 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ჩვენ ემოციურად, ნაწყენობის მიხედვით არ ვმსჯელობთ
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ პასუხობენ, ვინ იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა ახირებულ ერთ-ორ პერსონაში. პარტიის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ახლა სიმშვიდე და ერთიანობაა საჭირო: „ჩვენ ემოციურად, ნაწყენობის მიხედვით არ ვმსჯელობთ. ჩენ ვართ რთულ პოლიტიკურ ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან და აქ გვჭირდება სიმშვიდე, სიმტკიცე, ერთიანობა და ჭკვიანური სტრატეგია იმისათვის, რომ ქვეყანა წავიყვანოთ უკეთესობიკენ“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. „არაფერი მაქვს საერთო იმ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც პრაქტიკულად დამარცხებები გამოგვიწერა, მათთან არაფერი მაქვს საერთო“, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, პარტიიდან ვერცერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან დემორალიზება გამოიწვია. „რაღაცეებს აქვეყნებენ, რაც აღქმულია, რომ თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებს და საკუთარ აქტივისტებს, ხალხს ვინც გადაგვაკვდა თან და გადააკვდა საქართველოს. დაიწყეს რაღაც უაზრო ლაპარაკი, რომ სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, რა შუაშია სააკაშვილი? რა შუაში ვარ ამ დებატებთან მე ? აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შეირგეს ეს გაყალბება. ვურჩევდი არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, იმიტომ რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა. არა ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო და რა თქმა უნდა მოხდა ის რასაც ვვარაუდობდი. ვერცერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი დემორალიზება. ამის შემდეგ კიდევ აგრძელებენ უაზრო ლაპარაკს, ის ერთ- ორი ტიპაჟი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დაიწყეს, რომ თითქოს არსებობს რაღაც ათწლიანი ციკლი, რვაწლიანი ციკლი. თურმე კიდევ რამდენიმე წელიწადში როგორც გააყალბებს ივანიშვილი არჩევნებს. ”ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ემზადებოდა ასეთი ხრიკებისთვის, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ბრძოლის ვარიანტი და იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდოთ ამ ყველაფრის მიმართ და გვქონდეს ზუსტი ნათელი გეგმა, როგორ გადავლახოთ ეს უბედურება,ამის მაგივრად სადღაც ხელებს იშვერენ. თურმე პრობლემაა სააკაშვილის, იმის, ამის... მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში, ჩვენს მრავალრიცხოვან - 600 000 მხარდამჭერთან. იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც, პრაქტიკულად, გამოგვიწერა დამარცხებები არამხოლოდ წარსულში, არამედ მომავალშიც, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, ხალხმა მინდა იცოდეს მე არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს. ძალიან ნათელია, მე დავეხმარები ჩვენ ხალხს, ჩვენს აქტივისტებს, ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდ საქმეში ვარ აქ, მაგრამ ერთი წუთით არ ვწყვეტ ჩემს ქვეყანაზე ფიქრს”, - განაცხადა სააკაშვილმა. ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან წარმოუდგენლად მებრძოლი თვისებები გამოაჩინა. „სანდრამაც, მინდა ვთქვა, რომ წარმოუდგენლად მებრძოლი თვისებები გამოაჩინა. ყოველთვის მაღალი აზრის ვიყავი მასზე, რეალურად გამოჩნდა როგორი მაგარი ლიდერია. მას სრულიად ვუჭერ მხარს იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მან მიიღო. ის არ გაჩერდება და არ ჩამოუშვებს ხელს, გააგრძელებს ბრძოლას და ეს ბრძოლაც იქნება ჩვენი საერთო გამარჯვების“,-აღნიშნა სააკაშვილმა.
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)