|
2016-11-09 17:49:56, 1209 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვანო მაჭავარიანი: დონალდ ტრამპის არჩევა ახალ შესაძლებლობებს იძლევა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი წინასწარი შედეგებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ეხმაურება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ახალ შესაძლებლობებს იძლევა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს. ამასთან, მაჭავარიანის შეფასებით, საქართველოს ურთიერთობები აშშ-თან მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი შეიძლება გახდეს. „აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. არსებობს ქარტია, რომლითაც ვხელმძღვანელობთ და შესაბამისად, ვფიქრობთ, ახალი არჩევნების შედეგები, რომელიც ასე თუ ისე დღეს ცნობილია, არის ახალი შესაძლებლობები, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებშია და უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს აპარატი ძალიან აქტიურად იქნება ჩართული იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესდეს. არჩევნების შემდეგ არის გარდამავალი პერიოდი, მომავალ წელს უკვე იქნება ტრამპი თავის ფუნქციებში. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდება ადმინისტრაცია, გუნდი, რომელიც იმუშავებს ამ თემებზე. აშშ იქნება ძალიან აქტიურად ჩართული გლობალური პრობლემების მოგვარებაში.ტრამპმა თავისი პოზიცია დააფიქსირა ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა საქმე ეხება ქვეყნების თავისუფლებას, დემოკრატიას, პარტნიორობას, ბატონი ტრამპი ამ მიმართულებით მკვეთრადაა ჩამოყალიბებული და საქართველოს ურთიერთობები აშშ-თან მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი შეიძლება გახდეს. ჩვენ ამაში ძალიან აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღოთ“,-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა. ამასთან, მაჭავარიანის თქმით, აშშ-სა და რუსეთ შორის დიალოგის მცდელობა იქნება. „ თუმცა, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის არსებული ვითარება მოკლე ვადაში შეიცვლება“,-დასძინა ვანო მაჭავარიანმა.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)