22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 14:29:18, 886 ნახვა

პოლიტიკა
ლორა თორნტონი: მშვიდობით ნატო, გამარჯობა რუსეთო

მშვიდობით ნატო, გამარჯობა რუსეთო,-ასე ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს:

„ყოჩაღ, ამერიკა. იმედი მაქვს, ამაყობთ. მშვიდობით აბორტთან დაკავშირებულო უფლებებო, უზენაესო სასამართლოვ, 20 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობავ, მშვიდობიოთ იარაღის კონტროლო. გამარჯობა, კედელო;  მუსლიმების დევნავ; მშვიდობით ეკონომიკავ.  მივესალმები საბაზრო კრახს, მშვიდობით ნატო, გამარჯობა რუსეთო. ვემშვიდობებით უცხოურ დახმარებას, საერთაშორისო პატივისცემას,  მივესალმებით ქალთა უფლებების დაუცველობას, რასიზმს, თეთრ უზენაესობას, ფაშიზმს. მეტირება ჩემი ქვეყნის, ჩემი შვილების გამო“, - წერს ლორა თორნტონი.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

მედია საშუალებები სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებენ.

ასე მაგალითად, CNN-ის ინფორმაციით, "რესპუბლიკელ" კანდიდატს კოლეგიის 288 ხმა, მაშინ როდესაც მის ოპონენტ ჰილარი კლინტონს 215 ხმა აქვს.

UsaToday-ის მონაცემებით, ტრამპს 276 ხმა აქვს დაგროვილი, ჰილარი კლინტონს კი 218.

Associated Press-ის მონაცემებით, "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონმა კი 218.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics