11:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 12:59:42, 669 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საელჩო აშშ-ში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს

14 ნოემბერს, აშშ-ში საქართველოს საელჩო ქართული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ავია-კონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველისადმი (ქართველიშვილი) მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში გამორჩეული ქართველების შესახებ აშშ-ში ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ და ამერიკის ავიაციის განვითარებაში ალექსანდრე ქართველის ღვაწლზე ისაუბრებენ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ციკოლია, ალექსანდრე ქართველის ასოციაციის თავმჯდომარე რიჩარდ რუბინი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

საღამოზე მოწვეულ სტუმრებს საელჩო წარუდგენს ორ დოკუმენტურ ფილმს: ალექსანდრე ქართველის ასოციაციის მიერ მომზადებულ „ალექსანდრე ქართველი და მისი ცხოვრება" (Alexander Kartveli and His Life) და რამაზ ბლუაშვილის გადაღებულ ფილმს „სიმღერა" (The Song - How a Georgian Folk Song was placed on the Voyager Mission Spacecraft).

აღნიშნული ღონისძიება  ალექსანდრე ქართველის ასოციაციასთან პარტნიორობით ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics