|
2016-11-09 11:15:22, 648 ნახვა
პოლიტიკა
ამ დროისთვის, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 266 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს - 218
ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დონალდ ტრამპს, ამ დროისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის 266 ხმა აქვს დაგროვილი, მაშინ როდესაც მის ოპონენტს ჰილარი კლინტონს უცვლელად 218 ხმა აქვს, - ამის შესახებ ინფორმაციას USATODAY-ი ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, დონალდ ტრამპს გამარჯვებამდე კოლეგიის მხოლოდ 6 ხმა სჭირდება. ცნობისთვის, არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა 538-წევრიანი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა უმრავლესობა უნდა მოაგროვოს. კანდიდატს გამარჯვებისთვის კოლეგიის 270 ხმა სჭირდება. თუ კანდიდატები ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების თანაბარ რაოდენობას დააგროვებენ, საბოლოოდ გამარჯვებულს წარმომადგენელთა პალატა გამოავლენს - ამგვარი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ 1824 წელს მოხდა. ამასთან, ამომრჩეველთა უმრავლესობაც ხმას "რესპუბლიკელ" კანდიდატს აძლევს. შტატების მიხედვით ტრამპსა და ჰილარის შორის 1-3%-მდე სხვაობაა, ტრამპის სასარგებლოდ. აშშ-ის მოქალაქეები ქვეყნის რიგით 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)