|
2016-11-09 10:55:43, 1580 ნახვა
ეკონომიკა
მიეცით თქვენს რჩეულ კომპანიას გამარჯვების შანსი!
„ხალხის რჩეულის" გამოვლენამდე 9 დღე რჩება. იაქტიურეთ და ხმა მიეცით თქვენს რჩეულ კომპანიას, რომელიც მონაწილეობს თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2016". ხმის მიცემა და კომპანიების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.businessaward.ge. თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი კულმინაციას მიუახლოვდა, ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში ნომინაციისთვის „ხალხის რჩეული" რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ნომინაციაში „ხალხის რჩეული" 200-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა. ხმის მიცემისთვის აუცილებელია, რომ იყოთ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელი; ერთ მომხმარებელს შეუძლია 24 საათში ერთხელ მისცეს ხმა. ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში 17 ნოემბრამდე გაგრძელდება, ხალხის რჩეული კი ის კომპანია გახდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. „ბიზნესდაჯილდოება 2016" თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას და მეწარმეობის პოპულარიზაციას. პროექტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში 523 კომპანია იღებს მონაწილეობას. კოპანიები შემდეგ ნომინაციებში დარეგისტრირდნენ: წლის ტურისტული ბიზნესი, წლის აგრობიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის ინოვაციური ბიზნესი, წლის მცირე ბიზნესი და ხალხის რჩეული. ყველა ნომინაციაში, (გარდა ხალხის რჩეულისა), დამოუკიდებელმა კომისიამ უკვე გამოავლინა 3-3 ფინალისტი. გამარჯვებულების გამოვლენა კი 17 ნოემბერს მოხდება.
(R)
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)