11:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 23:24:52, 808 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: ფაქტობრივად, ყველა ჩემი ნაცნობი სამსახურს ეძებს

ჩემს ირგვლივ ფაქტობრივად ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშივლმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვითარება რთულია და, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პასუხისმგებელი მმართველი ძალა და მთავრობაა. 

"დასაქმების საკითხი, ეკონომიკის ზრდის არასაკმარისი ტემპი. დაგეგმილი 3%-იც კი ვერ გამოვიდა, რაც ისედაც არ არის კარგი ზრდის ტემპი ეკონომიკისთვის. ახლა ეს მაჩვენებელი 2.6 პროცენტია. ჩემს ირგვლივ ფაქტობრივად ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს. სამწუხაროდ, ბევრი წასულია საზღვარგარეთ და იქ ცდილობს დასაქმებას. პარალელურად ლარის გაუფასურებამ ვითარება გაართულა. მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაიზარდა. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ საპროცენტო განაკვეთებიც გაიზარდა, ამან მოსახლეობის ვითარება უფრო დაამძიმა," - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics