|
2016-11-08 22:50:33, 661 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: იდეას, რომ პრეზიდენტი აღარ აირჩიონ, რეალური საფუძველი არ გააჩნია
იდეას, რომ პრეზიდენტი აღარ აირჩიონ, რეალური საფუძველი არ გააჩნია, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. როგორც პრეზიდენტმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, "ქართული ოცნების" წევრთა ამ განცხადებებს რეალური საფუძველი არ გააჩნია და ეს პრობლემა ქვეყნის წინაშე არ დგას. მისი შეფასებით, ეს პოლიტიკური საკითხია. "უცნაური იყო ის, რომ არჩევნების მეორე ტური არ იყო ჩატარებული კი არადა, ჩანიშნული, როცა ქართული ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ კონსტიტუცია არის შესაცვლელი და პრობლემას პრეზიდენტის არჩევა წარმოადგენს. არჩევის პრაქტიკა ყველაზე დაფუძნებული პოლიტიკური გამოცდილება არის. ბევრნაირი სისტემა არსებობს, ეს სისტემები ფუნქციონირებს დემოკრატიულ სახელმწიფოებში. კითხვის ნიშანი ისმება იმაზე, რომ რა საჭიროა ეს ცვლილება. მაგალითად გინდათ რომ ერთი კედელი დაანგრიოთ და მეორე ააშენოთ, რატომ გჭირდება ხო იცი? ამ იდეას, რომ პრეზიდენტი აღარ აირჩიონ, რეალური საფუძველი არ გააჩნია და ეს იდეა არანაირ კავშირში არ არის იმ გამოწვევებთან, რაც საქართველოში არსებობს. ეს პოლიტიკური საკითხია," - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)