|
2016-11-08 22:33:33, 714 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: არჩევნებზე ე.წ. ისტერიული ფონი, რომელიც შეიქმნა, ორივე ძლიერ პარტიას აწყობდა
არჩევნებზე ე.წ. ისტერიული ფონი, რომელიც შეიქმნა, ორივე ძლიერ პარტიას აწყობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომ ჩამოვიდოდა საქართველოში, უფრო მეტად ართულებდა ვითარებას. მისივე განცხადებით, მან სააკაშვილის განცხადებების შესახებ უკრაინელ დიპლომატებსაც ესაუბრა. "საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას. ეს ნიშნავდა იმას, რომ ვითარება ექსტრემალურ პირობებში გადავიდოდა. არჩევნები ისედაც დაძაბული ფონია და, როცა ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი ჩამოდის იმ ქვეყანაში, სადაც მას ეძებენ, ეს ძაბავს საარჩევო ველს. გვახსოვს სააკაშვილის განცხადებები უკრაინიდან ისეთ დონემდე ასული, რომ ჩვენ მოგვიხდა უკრაინის საელჩოს წარმომადგენლების მოწვევა და თქმა, რომ ჩარევა საარჩევნო პროცესში არის მიუღებელი. ამ დროს პროცესები ორივე დიდი პოლიტიკური პარტიისთვის მომგებიანი იყო, ამომრჩევლის ნაწილი გაუცხოვდა ნაწილი კი დაიკარგა, მათ შორის ჩემი ხმაც დაიკარგა," - აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)