|
2016-11-12 18:01:57, 800 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო GITI 2016-ის 2 ჯილდოს მფლობელი გახდა
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონალურ კონფერენცია-კონკურსზე 2 ჯილდოს მფლობელი გახდა. სერვისების განვითარების სააგენტომ პირველი ჯილდო ყველაზე ინოვაციური ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებისათვის, ხოლო მეორე ჯილდო ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტისათვის მოიპოვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია GITI 2016 წლის 10-11 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. ღონისძიებამ, რომელმაც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, წელს რეკორდული რაოდენობის მონაწილეს უმასპინძლა. კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა. ღონისძიება ტრადიციულად წლის საუკეთესო IT პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წელს 15 ნომინაციაში საჯარო და კერძო სექტორის 50-მდე IT პროექტი იყო წარდგენილი. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონალური კონფერენციები, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბინზესსაბჭოს ორგანიზებით, 2008 წლიდან ტარდება. ამ პერიოდიდან სერვისების განვითარების სააგენტო კონფერენციის მუდმივი მონაწილე და IT პროექტების კონკურსის არაერთი ნომინაციის გამარჯვებულია. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ სერვისების განვითარების სააგენტო 2011 წლის ღონისძიების მთავარი ჯილდოს „წლის საუკეთესო IT სააგენტოს“ მფლობელია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)