|
2016-11-08 13:41:56, 764 ნახვა
საზოგადოება
მოსკოვის გამზირზე 128-ე საბავშვო ბაღის ეზოში 160 ძირი კვიპაროსი დაირგო
სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე მდებარე 128-ე საბავშვო ბაღის ეზოში 160 ძირი კვიპაროსი დაირგო. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობდა. მათივე ცნობით, მათთან ერთად ხეები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამაც დარგეს. გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია „მწვანე სახლი“ 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. „ახალი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, პატარებთან ერთად, 160 ხე დავრგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი უყურებენ და სწავლობენ, როგორ მიმდინარეობს გამწვანების პროცესი და როგორ უნდა მოუარონ ქალაქს. გარდა ამისა, გამწვანების ღონისძიებებით ხელს ვუწყობთ თბილისში უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობის შექმნას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, შემოდგომაზე თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე - მცენარე დაირგვება. აქედან, 50 000 ნერგი მახათას მთაზე და თბილისის ზღვის გარშემო, 30 000-მდე კი სკვერებში, გამზირებზე და საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ. დასარგავი ხე - მცენარეების სიმაღლე 1,5- 5 მეტრამდეა. სეზონური გამწვანების ღონისძიებები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)