|
2016-11-08 11:35:39, 731 ნახვა
პოლიტიკა
მილორავა: ლარის კურსი არ არის იმ ხასიათის ცვლილება, რომელსაც შესაძლებელია ტარიფზე გავლენა ჰქონდეს
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის ირინა მილორავას განცხადებით, ლარის კურსი არ არის იმ ხასიათის ცვლილება, რომელსაც შესაძლებელია ტარიფზე გავლენა ჰქონდეს. მილორავას თქმით, ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით, გათვალისწინებულია ტარიფების დადგენა ერთი წლით და ტარიფები გადაიხედება ყოველწლიურად. „რაც შეეხება ტარიფების ცვლილებას, რა თქმა უნდა, ტარიფთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, ვიდრე ჩვენ ბოლომდე დეტალურად არ ვნახავთ ინფორმაციას, ლარის კურსი არ არის იმ შინაარსისა და ხასიათის ცვლილება, რომელსაც შესაძლებელია, ტარიფზე გავლენა ჰქონდეს“,-განაცხადა მილორავამ და დასძინა, რომ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის საქმეა გადაწყვეტილების მიღება და არა პროგნოზის გაკეთება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)