|
2016-11-07 17:31:08, 809 ნახვა
პოლიტიკა
რაქვიაშვილი: სავალდებულო გაწვევის აღდგენის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის აღდგენის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა. რაქვიაშვილის განმარტებით, თავდაცვის უწყებაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ 15 სექტემბერს შემდგარ უშიშროების საბჭოს სხდომაზე იყო მსჯელობა. „მე შევხვდი ლევან იზორიას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო დღეს მინისტრის ხედვა გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ისეთი საკითხები, როგორიც არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია-მოდენიზაცია, მათ შორის გაწვევის საკითხი, უშუალო კავშირშია ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობასთან, შესაბამისად ჩვენ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შემდეგი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ”, - განაცხადა რაქვიაშვილმა. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)