|
2016-11-07 16:51:07, 757 ნახვა
პოლიტიკა
პაოლო ჯენტილონი: იტალიის მხრიდან თითოეული ნაბიჯის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ საქართველოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გაღრმავდება. „იტალია ნამდვილად შეგიძლიათ მოიაზროთ, როგორც ერთ–ერთი მეგობარი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სვლას ევროიტეგრაციისკენ და ნატოსკენ. ეს გზა ნაბიჯ–ნაბიჯ გაქვთ გასავლელი და გქონდეთ იტალიის მხრიდან თითოეული ნაბიჯის მხარდაჭერის იმედი. რა თქმა უნდა, იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გაგვაჩნია ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი.დღეს მე და პრემიერ–მინისტრმა ერთმანეთს ვუთხარით, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია იტალიაში ჩავატაროთ ბიზნესფორუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს ბიზნესწრეები, ისე იტალიის ბიზნესსექტორი, რაც კიდევ ერთი ბიძგი იქნება არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა. მოუთმენლად ველი პრემიერის ვიზიტს ახლო მომავალში", - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დღესვე ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს: „იტალიის რესპუბლიკისსაგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ზოგადიგანათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმს" და „იტალიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობასშორის სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელ პროგრამას". ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)