|
2016-11-07 16:45:09, 607 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: იტალია საქართველოს ვიზალიბერალიზაციას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს
იტალია 2018 წლიდან ხდება ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპიდანვე დავიწყოთ აქტიური მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრისა და იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ჯანელიძემ განმარტა, ამ მხრივ მუშაობა უკვე დაწყებულია და რეგულარულად იმართება კონსულტაციები, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეობის დროს იტალიამ ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენს ინტერესშია მაქსიმალურად განიხილოს. „ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე აქტიურად ვისაუბრეთ იტალიის, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრის როლზე“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. რაც შეეხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, მინისტრის ინფორმაციით, იტალიის პოზიცია უკვე რამდენიმე თვეა, ცნობილია. „მათ უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როდესაც 28 ქვეყანამ მიიღო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის მხარდაჭერის გადაწყვეტილება. მათ შორის იტალიაც იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ პირადად ძალიან აქტიურად იმუშავა, რომ ამ მიმართულები საქართველოს მხარდაჭერა ჰქონოდა. ჩვენ დღეს არამარტო ვიზალიბერალიზაციაზე ვისაუბრეთ, არამედ ევროინტეგრაციასა და ნატო-ს წევრობის მხარდაჭერაზე, რომელსაც იტალიისგან ვიღებთ“, - აღნიშნა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)