|
2016-11-07 15:51:45, 662 ნახვა
პოლიტიკა
ჯენტილონი: იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
იტალია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ვიზიტით ორი ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. „იტალია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს თითოეულ ნაბიჯს ნატო-სა და ევროკავშირისკენ. ვგეგმავთ ინვესტიციების გაზრდას საქართველოში და ამისთვის ორივე მხარის ძალისხმევა არის გასაზრდელი. ჩვენ შეგვიძლია იტალიაში ჩავატაროთ ბიზნესფორუმი, სადაც საქართველოს ბიზნესწრეები მიიღებენ მონაწილეობას და მოუთმენლად ველი პრემიერის ვიზიტს იანვარში”, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას ხელი ორ დოკუმენტს: „იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმი“ და „იტალიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობის თაობაზე მოეწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)