21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 14:35:17, 724 ნახვა

პოლიტიკა
პაოლო ჯენტილონი: საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის დასტურს წლის ბოლომდე მიიღებს

საქართველო ვიზალიბერალიზაციის  საკითხზე ევროპარლამენტის დასტურს წლის ბოლომდე მიიღებს, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ დისკუსიაზე "იტალია-საქართველოს პარტნიორობა და ევროპის მომავალი" განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის დაასრულებს ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის პროცესს.

"მე ცოტა ხნის წინ მქონდა საუბარი ჩემს კოლეგებთან ევროპარლამენტში. როგორც იცით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საჭიროა დასტურის მიღება ევროპარლამენტისგან. მათ მითხრეს, რომ ეს დასტური ამ წლის ბოლომდე იქნება. თუმცა არ არის გარკველი, როდის",- განაცხადა ჯენტილონიმ.

ამასთან, დიპლომატის თქმით, იტალია მხარს უჭერს საქართველოს  ვიზალიბერალიზაციას.

"მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რომელიც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომელსაც იტალია უჭერს მხარს",  -აღნიშნა პაოლო ჯენტილონიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics