|
2016-11-07 12:33:42, 649 ნახვა
პოლიტიკა
იტალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. პაოლო ჯენტილონი ცოტა ხნის წინ, ქართველ კოლეგას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მიხეილ ჯანელიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და ნატოში წევრობისკენ მიმავალ გზაზე იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს იტალია უწევს. „ამასთან, ვისაუბრეთ საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტზე, მდგომარეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს, ასევე ხაზი გავუსვით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას“, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 2008 წლის შემდეგ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველად ეწვია. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტის შემდეგ ბაქოსა და ერევანს ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)