|
2016-11-07 12:21:09, 855 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: სამხედრო მმართველობით სისტემაში ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი
„ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი სამხედრო მმართველობით სისტემაში და ჩვენი თავდაცვის სისტემა მოსაყვანი გვყავს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის საქმიანობის 100 დღის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლევან იზორიამ ძალიან საინტერესო ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინა, რომელთა განხორციელებაში მას უმაღლესი დონის მხარდაჭერა აქვს. „ჩვენ უსაფრთხოების კუთხით გვაქვს ძალიან მწვავე გამოწვევები და ჩვენი სამხედრო თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა მზად უნდა იყოს ყოველგვარი ასეთი გამოწვევისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ იგეგმება მთლიანად თავდაცვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმირება, რათა ის ნატოს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვიდეს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება. „ამ მიმართულებით მთელი მთავრობის კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მინისტრს აქვს სრული მხარდაჭერა უმაღლესი დონიდან", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრის 100 დღის საქმიანობის ანგარიშისა დათავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრო. ლევან იზორიამ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)