|
2016-11-06 10:34:56, 722 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის პროექტის პრეზენტაცია და გამოფენა მოაწყო. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მათივე ცნობით, უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საგზაო მოძრაობის ბანერები, სააგენტოს სპორტული კლუბის ავტომანქანები, წარმატებული სპორტსმენების და ეროვნულ არქივში დაცული გასული საუკუნის ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოში გაცემული პირველი მართვის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა და სხვა თემატური საარქივო მასალა. შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და საგზაო წესების დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დათო ნიკოლეიშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას შსს-ს საგზაო მოძრაობის კამპანიაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)