|
2016-11-05 11:44:09, 880 ნახვა
პოლიტიკა
ჯო ბაიდენი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამხედრო დაჯგუფების შექმნის გადაწყვეტილების რატიფიცირებას გმობს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამხედრო დაჯგუფების შექმნის გადაწყვეტილების რატიფიცირებას გმობს, - ამის შესახებ ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გუშინ შემდგარ სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლის ვებგვერდი ავრცელებს. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას. მან ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა . როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. საუბრისას ლიდერები შეთანხმდენენ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობით გამარჯვება არის საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი უდიდესი ნდობა, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას და ასევე, არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ხელისუფლებისთვის, საკუთარი რეფორმატორული პოლიტიკა გაატაროს. ვიცე-პრეზიდენტმა მოუწოდა გიორგი კვირიკაშვილს, არჩევნებში მოპოვებული შედეგებით გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმირების პროცესი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)