|
2016-11-05 09:53:23, 860 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: არანაირი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არ არის საუბარი
რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. ჯანელიძეს თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს ატარებს, საქართველოსთვის გადაუწყვეტელია. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საერთაშორისო ფორმატებში, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად მოხდეს ამ კონფლიქტის დარეგულირება. არანაირი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არ არის საუბარი”, - განაცხადა ჯანელიძემ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის. კარასინის თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობების ერთმნიშვნელოვანი შეფასება შეუძლებელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)