|
2016-11-04 16:56:48, 643 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და სომხეთს შორის "მეგობრობის ხიდის" მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება
საქართველოსა და სომხეთს შორის "მეგობრობის ხიდის" მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება. ახალი ხიდის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დაათვალიერეს. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ხიდი საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, მდინარე დებედზე, საქართველო-სომხეთის საზღვრის, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალოს 4-ზოლიან პარამეტრებში, 2 წელიწადზე ნაკლებ დროში აშენდება. რუსთავიდან სადახლოს მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები, საქართველოს მიერ უკვე დაწყებულია. "მეგობრობის ხიდის" მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი გიორგი კვირიკაშვილმა 2014 წლის 24 დეკემბერს, ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში, ერევანში ვიზიტისას, სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ, გაგიკ ბეგლარიანთან ერთად მოაწერა ხელი. ცნობისთვის, დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაათვალიერეს, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახლად გახსნილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რუსთავი-სადახლოს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან ერთად, უზრუნველყოფს სომხეთიდან და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ დაკავშირებას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებთან და ხელს რეგიონული სატრანსპორტო ქსელის მდგრად და კონკურენტუნარიან განვითარებას შეუწყობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)