|
2016-11-04 14:59:57, 619 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრა, "ბაგრატაშენის" ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრეზიდენტი დაესწრნენ. როგორც პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს "ბაგრატაშენის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მხარეებმა ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. სერჟ სარგსიანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)