|
2015-03-19 21:33:24, 947 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: შუახევის ჰესის პროექტი 400 მილიონიანი ბიუჯეტით დაფინანსდა
„დღეს ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ხელს ვაწერთ ორ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, ესენი გახლავთ შუახევი ჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულება“,- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „შუახევიჰესის“ პროექტის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. “ასეთი პროექტების განხორციელება ძალიან დიდი სტიმულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისათვის. ეს, პირველ რიგში, დადებითად აისახება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტზე. პროექტის დასრულების შემდეგ შენატანი მაქსიმუმს მიაღწევს და მხოლოდ ამ პროექტიდან, ჩვენი გათვლებით, ყოველწლიურად 2 მილიონ ლარზე მეტი შევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში. ეს კი საშუალებას მოგვცემს მეტი რამ გავაკეთოთ ამ რეგიონისთვის, სოფლებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „შუახევიჰესის“ პროექტში დასაქმებულია 600 ჩვენი მოქალაქე და მათი უმრავლესობა აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მკვიდრია. დარწმუნებული ვარ, რომ „შუახევიჰესის“ პროექტის განხორციელება წარმატებით დასრულდება და ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პროექტი, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის, ისე ინვესტორისთვის,” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. ,,შუახევიჰესის“ სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2013 წელს დაიწყო, დასრულდება 2016 წლის შემოდგომაზე და საქართველოს შემატებს 187 მგვტ. ჯამურ დადგმულ სიმძლავრეს. ,,შუახევიჰესის’’ პროექტის ღირებულება 400 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ,,შუახევიჰესის’’ პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის მიერ კლიმატის ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. შუახევიჰესი გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)