|
2016-11-03 13:45:23, 598 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილისთვის უცნობია, დარჩება თუ არა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე
დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პარლამენტში ისევ დაიკავებს თუ არა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, მისთვის უცნობია. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თანამდებობის საკითხები პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება. „ჩემთვის თავდაცვისა და უშიშროების საკითხები პროფესიის ნაწილია. თავმჯდომარე ვიქნები თუ რიგითი წევრი, ნებისმიერ შემთხვევაში ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას, მითუმეტეს, რომ ძალიან საინტერესო გეგმები მაქვს“, - განაცხადა სესიაშვილმა. სესიაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, საპარლამენტო უმრავლესობის ძველ და ახალ სახეებად დაყოფა. „მე ასეთი ფორმულირება, ძველი და ახალი სახეები არ მესმის. მე მესმის ფორმულირება კვალიფიციური პროფესიონალი და საქმის მცოდნე. ამიტომ არ მგონია, რომ ძველით და ახალით იზომებოდეს რამე. ძველს შეიძლება მეტი გამოცდილება აქვს. ახალს კი მეტი ცოდნა. ჩემი აზრით ამის სინთეზი საუკეთესო ვარიანტი იქნება“, - განაცხადა სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)