|
2015-03-19 18:34:44, 534 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და მათი ჩართულობის მნიშვნელობას. საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან დავით ბაქრაძემ საქართველოს 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული უმთავრესი პრიორიტეტებისა და მათი წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმდინარეობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ამოქმედების პროცესზე. ცნობისთვის, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო 2005 წელს შეიქმნა. მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მედიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ. საზოგადოებასთან აქტიური დიალოგის მიზნით შეხვედრები პერიოდულად იმართება, სადაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პრიორიტეტული და სხვა აქტუალური საკითხები განიხილება.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)