|
2016-11-02 20:01:19, 840 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ენმ-ზე: ქარიშხალს ტეხს იქ, სადაც ამის საფუძველი არ არის
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ქარიშხალს ტეხს იქ, სადაც ამის საფუძველი არ არის. მანანა კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ერთადერთი მიზანის კონსტიტუციაში არსებული ხარვეზები გამოასწორონ. „ქარიშხალს ტეხენ იქ, სადაც ამის საფუძველი არ არის, ჩვენ გუნდში კონსტიტუციის შეცვლის ერთადერთი მიზანია, რომ რაც ხარვეზიანია გამოსწორდეს. ის, რაც რატიანმა და მისმა პარტიამ სააკაშვილს მოარგო, ეს გავასწოროთ. რაღაც თემები ხომ სჭირდება "ნაციონალურ მოძრაობას", თემა სჭირდება ხმაურისთვის, იხმაურონ,“- განაცხადა კობახიძემ. ვიცე-სპიკერმა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის დაკომპლექტება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. "თანამდებობებისთვის ჩვენ არ გვიბრძოლია, გაცილებით დიდი მიზნები გვქონდა, ეს მიზანი მიღწეულია, მეორე ტურში გამარჯვება, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ნარჩენების დამარცხება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)