|
2015-03-19 18:32:05, 537 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება
საქართველოში ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სფეროში არსებული კიბერშესაძლებლობების შესწავლისა და განვითარებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ესტონელ სტუმრებს, კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის, მიჰკელ ტიკის ხელმძღვანელობით, საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, გიორგი ბეროშვილმა უმასპინძლა. მინისტრის მრჩეველმა მათ ვიზიტისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. დღესვე, ესტონური დელეგაციის წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ეწვივნენ. ანდრია გოცირიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებულ ტექნიკურ სავარჯიშოებში ქართული მხარის მონაწილეობას. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ერთობლივი კიბერწვრთნების ორგანიზება და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფორმატში თანამშრომლობა იყო. ესტონეთის მხარე კიბერუსაფრთხოების ბიუროს კადრების გადამზადებაში დაეხმარება. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული 2015 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განხორციელდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ესტონელი სტუმრები თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის J6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთანაც გამართავენ შეხვედრებს. ესტონეთის დელეგაცია, ასევე, გამართავს შეხვედრებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში და ნატოს სამეკავშირეო ოფისში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)