|
2016-11-02 17:31:28, 749 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრა უსუფაშვილის კაბინეთში დახურულ რეჟიმში გაიმართა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, უსუფაშვილთან შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის სხდომის დაგეგმვა და პარლამენტის ფორმირების პროცესი იყო. „პირველი სხდომის მოწვევის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მანამდე საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციებიც უნდა გაიმართოს. პარლამენტი ელოდება ცესკო-ს საბოლოო შედეგებს, რომელიც არჩევნებიდან მაქსიმუმ 20 დღეში უნდა გამოქვეყნდეს. ცესკო-ს ვადა 18 ნოემბერს ეწურება. თუ ცესკო ვადას ბოლომდე გამოიყენებს, პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება. პირველ სხდომაზე მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა. საპარლამენტო ფრაქციების ფორმირება და კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა“, - განაცხადა კახიანმა. შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი მანანა კობახიძე, საპროცედურო საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)