21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 14:30:22, 756 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდეს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდეს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასეთი ფაქტი კონსტიტუციური სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა.

"საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ წინასწარ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გვაქვს. ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ფართო განხილვების საფუძველზე, ფართო კონსულტაციების და ფართო კონსესუსის საფუძველზე, რაც შეეხება ასეთ თემას, ეს არის ნამდვილად სპეკულაციები, არ ვიცი რომელი იურისტები საუბრობენ ამაზე.

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და მისი უფლებამოსილების ვადას, ამას ვერავინ ვერ შეეხება იქამდე, ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილების კონსტიტუციით დადგენილი არსებული ვადა არ დასრულდება. ეს არის გამორიცხული. პრეზიდენტის, პარლამენტის და სხვა ოგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებით, არის კონსტიტუციური სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა. ეს არის შესაბამისად, სპეკულაციები და არ ვიცი რომელი კონსტიტუციონალისტები ბრჭყალებში თუ ბრჭყალებს გარეთ საუბრობენ ამაზე",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics