21:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 14:28:57, 786 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ცვლილება არ იგეგმება

ჩემთვის ცნობილია, რომ სავარაუდოდ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ცვლილება არ იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს იქ, სადაც უნდა მიმდინარეობდეს.

„როგორც იცით, მმართველი პარტია შესანიშნავი გამარჯვებით შედის საკანონმდებლო ორგანოში, პარტიის ლიდერის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. აქედან გამომდინარე, მე ამ კონსულტაციებში კომპეტენტური არ ვარ. თუმცა, ჩემთვის ცნობილია, რომ სავარაუდოდ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ცვლილება არ იგეგმება”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics