|
2016-11-02 14:17:49, 689 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლაზე: მსგავსი არაფერი ხდება
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისი შს მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა, - ამის შესახებ მდინარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც მდინარაძე აცხადებს, მისი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის საკითხი არ განიხილება. „ყველას ძალიან ვთხოვ, ნუ აყვებიან მედიის მიერ გავრცელებულ აბსოლუტურად უსაფუძვლო ინფორმაციას ჩემი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ. მსგავსი არაფერი ხდება. იგივეს ვთხოვ ყველა ჟურნალისტს. ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმეჯერ მომიწია ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და ყველგან იგივე დავაფიქსირე. სამწუხაროდ ჩემი კომენტარების ნაცვლად, კვლავ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება”, - წერს მამუკა მდინარაძე. ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი მღებრიშვილის ნაცვლად, მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)