|
2016-11-02 14:12:03, 812 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე შს მინისტრად მამუკა მდინარაძის შესაძლო დანიშვნის საკითხზე კონსულტაციების გამართვას არ ადასტურებს
სამთავრობო ცვლილებებსა და საპარლამენტო თანამდებობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე განცხადების გაკეთება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, კონსულტაციები დღესაც გაგრძელდეს. “კონსულტაციები დაწყებულია ამ საკითხებზე. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამაზე, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრი გააკეთებს კონკრეტულ განცხადებას. არ არის გამორიცხული, დღესაც გაგრძელდეს კონსულტაციები. ზოგადად, კონსულტაციები რომ დაწყებულია, შემიძლია დაგიდასტუროთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე განიხილება თუ არა "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა შს მინისტრის პოსტზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით არავითარი კონსულტაციები არ ყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)