|
2016-11-01 23:22:57, 750 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ენმ-ში გადაჯგუფების და განახლების პროცესი დაწყებულია
გადაჯგუფების და განახლების პროცესი პარტიაში დაწყებულია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ბაქრაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტია ახალი ძალით იწყებს პოლიტიკურ ცხოვრებას და ყრილობის ჩასატარებლადაც ემზადება. „იმათ, ვისაც იმედი აქვთ, რომ ახლა რაღაც მოხდება, მინდა იმედი გავუცრუო, არაფერიც არ მოხდება. ნაციონალური მოძრაობა ერთიანია, თუმცა ერთიანობა არ ნიშნავს, რომ ერთი აზრი აქვს ყველას. ასეთი ერთი პარტია - ქართული ოცნება, უკვე გვყავს. გადაჯგუფების და განახლების პროცესი პარტიაში დაწყებულია. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საარჩევნო სიას ვადგენდით, ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ. უახლოეს დღეებში გვექნება პოლიტსაბჭოს სხდომა, შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დეტალურად გაივლიან საარჩევნო პროცესს. გაიმართება პარტიის ყრილობა უახლოეს პერიოდში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)