|
2016-11-01 18:11:37, 656 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: დავით უსუფაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ კი ცდილობდა საერთო ენის გამონახვას
დავით უსუფაშვილი უნიკალური ნიჭის ადამიანია, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ კი ცდილობდა საერთო ენის გამონახვას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. როგორც ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, უსუფაშვილი ყოველთვის ცდილობდა სიტუაცია გაენეიტრალებინა. "ვცდილობ გავანეიტრალო სიტუაცია აფხაზებთან, ოსებთან რაღაცეები გამომდის და ეს ვერ გამომდიოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როდესაც ხედავ, რომ აფხაზს რაღაც ინტერესები აქვს, შეგიძლია ჩაუჯდე მას ინტერესში და შემოატრიალო, მაგრამ მე ვერ ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესს სიტყვაზე, უსუფაშვილი ხედავდა და ცდილობდა მათთან საერთო ენის გამონახვას. ვთვლი, რომ კონფლიქტების სფეროში რაღაცა მესმის და წარმატებულიც ვარ, მაგრამ ათასჯერ უფრო წარმატებულია დათო ჩემთან შედარებით. მას შეუძლია ყველაზე უფრო მიუღებელ ხალხთანაც კი იპოვოს საერთო ენა და მათთან ერთად რაღაც საქმეც კი აკეთოს, რაც მაგალითად მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება საქმე ვაკეთო „ნაციონალურ მოძრაობასთან”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)