|
2016-11-01 14:53:37, 706 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მოსამართლეობის კანდიდატებს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა, ან არდანიშვნა უნდა ხდებოდეს დასაბუთებულად და კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გვინდა გამოვეხმაუროთ გასულ კვირას იუსტიციის საბჭოს მიერ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უვადო დანიშვნას; პრეზიდენტის აზრით, სასამრთლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტი ინდივიდუალური მოსამართლეა, რომელიც მიუხედავად გარე ფაქტორებისა, არ დაემორჩილება არანაირ ზეწოლას და მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. მიშველაძის თქმით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც, სასამრთლო სისტემის მიმართ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული უნდობლობა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, განასაკუთრებით, მაშინ, როდესაც საქმე უვადოდ დანიშვნას ეხება, უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გაჭვირვალედ და საზოგადებისთვის ღია და საჯარო უნდა იყოს; „განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ როგორი პროცედრურებითა და რა კრიტერიუმებით მოხდა და მოხდება ახალი მოსამართლეების შერჩევა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა, ან არდანიშვნა უნდა ხდებოდეს დასაბუთებულად და კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)