|
2016-11-01 14:37:18, 820 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძე: ამ ეტაპზე პრეზიდენტის საფარქვეშ არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა არ განიხილება
პრეზიდენტი ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის საფარქვეშ შესაძლოა ჩამოყალიბდეს ახალი პროდასავლური პარტია და მისი წევრები შესაძლებელია „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერები იყვნენ. მიშველაძის განმარტებით, პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ლიდერთან დიალოგისთვის მზადაა, თუმცა თავის უფლებამოსილებას, როგორც უპარტიო ისე შეასრულებს. „პრეზიდენტი მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და პოლიტიკურ ლიდერთან დიალოგისთვის და საუბრისთვის. თუმცა ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა პრეზიდენტის საფარქვეშ არ განიხილება, პრეზიდენტი ასრულებს თავის უფლებამოსილებას, როგორც უპარტიო.ეს ქვეყნის განვითარებისთვის და ზოგადად დემოკრატიულობისთვის კიდევ უფრო სასარგებლოა. ასევე ვაპირებთ ამ ეტაპისთვის გაგრძელებას“,-აღნიშნა მიშველაძემ. მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ თანამედროვე დემოკრატია ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე ვერ შედგება. "ძლიერი პოლიტიკური პარტიების არსებობა ეს არის საზოგადოების მდგრადობისათვის აუცილებელი. ეს უნდა იყოს და სავარაუდოდ, არის კიდევაც სახელმწიფო ინტერესებში.ცუდია ის, რაც ხდება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში",-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)