|
2016-11-01 09:34:21, 708 ნახვა
პოლიტიკა
კოენი: აგვისტოს ომის დროს რუსეთის წინააღდეგ სანქციების გაუქმებამ, უკრაინის კონფლიქტს წინაპირობა შეუქმნა
გლობალური უსაფრთხოების ანალიზის ინსტიტუტიდან უფროსმა მკვლევარმა არიელ კოენმა განაცხადა, რომ საქართველო ამერიკისთვის მთავარი მოკავშირეა კავკასიის რეგიონში და საჭიროა ამ კავშირის განმტკიცება. “ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის დასავლეთის მოკავშირე მის საზღვარზე, კავკასიაში, და არის მზად დასავლეთთან, ამერიკასთან და NATO-სთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოს უსაფრთხოების დაცვას და ვითანამშრომლოთ ეკონომიკური, სამოქალაქო და კულტურული კუთხითაც“, - აღნიშნა კოენმა. მისივე თქმით, 2008 წლის ომის დროს სანქციების სწრაფმა გაუქმებამ რუსეთის წინააღდეგ, უკრაინის კონფლიქტს წინაპირობა შეუქმნა. „2008 წლის ომის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას მეტი რამ შეეძლო გაეკეთებინა და შეენარჩუნებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რამაც ნაწილობრივ განაპირობა შემდგომში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია“, - აღნიშნა კოენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)