|
2016-10-31 15:31:21, 1223 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო აკადემიის 2017 წლის ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ცვლილებაა
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ცვლილებაა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აკადემიიდან აცნობეს. კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზღვაო ნავიგაცია“ (იგივე გემთწამყვანი სპეციალობა) ჩარიცხვის მსურველმა აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ოთხი გამოცდა: 1.ქართული ენა და ლიტერატურა; ▶ როგორც მოგეხსენებათ, წინა წლებში აბიტურიენტს ქონდა უცხო ენის არჩევის შესაძლებლობა (ან ინგლისური ენა, ან რუსული ენა, ან გერმანული ენა, ან ფრანგული ენა). ▶ ზემოთ აღნიშნული ცვლილების გამო, 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საზღვაოსნო მეცნიერებათა ბაკალავრის (საზღვაო ნავიგაცია) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა უცხო ენის გამოცდაზე უნდა ჩააბაროს გამოცდა მხოლოდ ინგლისურ ენაში. ▶ ყველა სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ენათა არჩევითი ბლოკი ძალაში რჩება. რაც გულისხმობს, რომ აბიტურიენტი ირჩევს ოთხი ენიდან (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა) ერთ-ერთს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)