|
2016-10-31 17:11:48, 772 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ლიდერია დემოკრატიული განვითარების მხრივ
„საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ლიდერია დემოკრატიული განვითარების მხრივ“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა. მისივე თქმით, ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შანსი ჰქონდა. ელჩმა ქართველ ხალხს საპარალამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება მიულოცა. „როგორც სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი შეშფოთება უკავშირდება ძალადობისა და დაშინების ინციდენტებს. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ინციდენტები იქნება გამოძიებული თავისუფალი და დაბალანსებული სამართლებრივი გზით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, იმოქმედოს კონსესუსების გზით, ქართველი ამომრჩევლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ოპოზიციას დაუჭირა მხარი და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ ერთად იმუშაოს საერთო მიზნებისთვის, რაც არის დემოკრატიის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია”, -აღნიშნა კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)