|
2016-10-31 14:54:09, 650 ნახვა
პოლიტიკა
თოფაძე: „ქართული ოცნება" ძალიან დიდ ეკონომიკურ ზრდას გეგმავს
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება. როგორც პარტია „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ ლიდერმა გოგი თოფაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საკონსტიტუციო უმრავლესობის პრობლემაზე 2012 წლამდე უნდა ეფიქრათ. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდ ეკონომიკურ ზრდას გეგმავს და თუ პარლამენტში დაბრკოლებები არ ექნებათ, ამ გეგმის განხორციელებას ადვილად შეძლებენ: „საკონსტიტუციო უმრავლესობის პრობლემაზე 2012 წლამდე უნდა გვეფიქრა, რომ ერთპარტიულ ჯგუფს ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა უფლება. რა შედეგი მივიღეთ, ხომ ნახეთ. რა ცხრა წელი გავატარეთ მთელმა საქართველომ. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს ძალიან დიდ ეკონომიკურ ზრდას, სოფლის მეურნეობის ძალიან ძლიერ განვითარებას და ამისათვის საჭიროა, რომ ის იდეები, რომლებიც იქნება განხორციელებული „ქართული ოცნების“ მიერ... როცა აღარ იქნება დაბრკოლებები, ვეტოს დადება, რაღაც ხელის შეშლა, ყელაფერი ისე წავა, რომ ვფიქრობ, ეს 4 წელი საქართველოსთვის იქნება ძალიან დიდი წინსვლის აღიარება. დარწმუნებული ვარ ამაში“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)