|
2016-10-31 12:19:48, 714 ნახვა
პოლიტიკა
ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში 195 საჩივარია რეგისტრირებული
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინფორმაციით, 30 ოქტომბერს არსებული მონაცემების მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 195 საჩივარია რეგისტრირებული. “რა თქმა უნდა, საჩივრების რეგისტრაციის ვადა კიდევ არის კანომდებლობით დადგენილი წესით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საჩივრების უმეტესობა შეეხება ტექნიკურ პროცედურულ საკითხებს და უფრო მეტიც, მათი ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დისციპლინარული პასუხიმგებლობის ზომები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ საჩივრების განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, კანონშესაბამისად და ყველა პროცესის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს მე-11 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიები მაჟორიტარულ ოლქებში შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს, ხოლო ცესკო არაუგვიანეს მე-19 დღისა შეაჯამებს საბოლოო შედეგებს 8 ოქტომბრის არჩევნებისა და 30 ოქტომბრის მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)