|
2016-10-31 10:49:46, 775 ნახვა
პოლიტიკა
ჟვანია: არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს, რომ მარნეულში 400 ბიულეტენის გამოყენება მოხდა
„არანაირი დამადასტურებელი ფაქტი, რომ მარნეულის 86-ე საარჩევნო უბანზე 400 ბიულეტენის გამოყენება მოხდა, არ არსებობს“,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ჟვანიას თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ იარსებებს რაიმე სამართლებრივი პროცესი, საჩივარი და შესაბამისი მოთხოვნა, კანონის შესაბამისი პროცედურა განხორციელდება. „ საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა გუშინვე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა იყო უფრო ნაკლები, ვიდრე ვრცელდებოდა ჩაყრის შესახებ ინფორმაცია“,-განაცხადა ჟვანიამ. ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტი ზაზა ბაირამოვი საუბრობს, თუ როგორ ჩაყარა საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი. პარტიის ინფორმაციით, კადრები მარნეულის 86-ე საარჩევნო უბანზეა გადაღებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)